გამოყენებისა და მომსახურების წესები

INOTLES ვებ-პლატფორმის, INOTLES WIKI-ს და INOTLES ინტრანეტის გამოყენების წესები და სერვისები. 

1. ზოგადი წესების ფარგლები

INOTLES ვებ-პლატფორმის აღნიშნული ზოგადი წესები და პირობები არეგულირებს სამართლებრივ ურთიერთობებს INOTLES-სა და ყველა სხვა მომხმარებელს ("მომხმარებელი" და ტერმინი "მომხმარებელი" განიმარტება შესაბამისად) შორის, რომელიც სტუმრობს INOTLES ვებ-პლატფორმას - http://www.inotles.eu/ ("INOTLES პლატფორმა"). ამ საიტზე სტუმრობით და ინფორმაციის განთავსებით, თქვენ კონკრეტულად და ავტომატურად ეთანხმებით, რომ დაიცავთ მომსახურების ამ ზოგად პირობებს. წინამდებარე ზოგადი წესები და პირობები შეეხება საიტის ყველა ნაწილის გამოყენებას, მათ შორის, ევროპისმცოდნეობის INOTLES ვებ-პლატფორმას, INOTLES WIKI, INOTLES დღიურს, ინტრანეტ საზოგადოებას და ვებ-პლატფორმის ნებისმიერ სხვა ნაწილს. აღნიშნული მომსახურების აღწერილობა იხილეთ ქვემოთ   მე -4 მუხლში.

2. უფლებაუნარიანობა

ეს საიტი არის მხოლოდ INOTLES-ის ექსკლუზიურ საკუთრებაში. მონაწილეობა შემოიფარგლება იმ პირებით, რომლებიც რეგისტრირებული არიან როგორც მომხმარებლები. INOTLES იტოვებს უფლებას, მხოლოდ მისი, ექსკლუზიური და კონფიდენციალური დისკრეციის ფარგლებში, ნებისმიერ დროს (ა) შეამოწმოს ან დაამტკიცოს ნებისმიერი ინდივიდის უფლება, მონაწილეობა მიიღოს INOTLES-ის პლატფორმაში და (ბ) დაუყოვნებლივ და შეტყობინების გარეშე უარყოს ასეთი მონაწილეობა, ან შეწყვიტოს ამგვარი მონაწილეობა.

3. ცვლილებები მომსახურებაში

INOTLES-მა ნებისმიერ დროს შეიძლება შეცვალოს, დაამატოს, ან მოდიფიკაცია გაუკეთოს მომსახურების ზოგად პირობებს, შესაბამისი შეტყობინებით ან მის გარეშე. ჩაითვლება, რომ მომხმარებლებმა მიიღეს ასეთი შეცვლილი, დამატებული ან მოდიფიცირებული მომსახურების ზოგადი პირობები, თუ INOTLES პლატფორმას ნებისმიერი ფორმით გამოიყენებენ მას შემდეგ, რაც მომსახურების ზოგადი წესები და პირობები შეიცვალა, დამატებული ან მოდიფიცირებული იქნა. მომსახურების ზოგადი წესები და პირობების ყველაზე ახალი ვერსია ხელმისაწვდომია ნებისმიერ დროს ... და მომხმარებლები ვალდებულებას იღებენ და აღიარებენ, რომ ყოველთვის ყველაზე აქტუალური ვერსია იქნება გამოყენებული ავტომატურად.

4. განმარტებები, მომსახურების აღწერა 

1. მომხმარებლები ნიშნავს ყველა იმ პირს, რომლებიც არიან INOTLES პლატფორმის დარეგისტრირებული მომხმარებლები, მუხლი 5-ის (1) შესაბამისად.

2. INOTLES მომხმარებლებს სთავაზობს ინტერნეტ პლატფორმას, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ დაპოსტონ თავიანთი საჯაროდ გასავრცელებელი მასალები (INOTLES დღიურში, INOTLES WIKI-ში), ან გამოიყენონ INOTLES ინტრანეტის სივრცე.

3. INOTLES ინტრანეტის სივრცე ("INOTLES საზოგადოება") რეზერვირებულია მხოლოდ INOTLES პროექტის პარტნიორების პერსონალისთვის. მისი მიზანია, შეიქმნას INOTLES პროექტის პარტნიორების საზოგადოება და მომსახურება გაუწიოს მათ, როგორც INOTLES პროექტის საკოორდინაციო და საქმიანობის შესახებ ძირითადმა ვირტუალურმა სივრცემ.

4. INOTLES WIKI ("INOTLES WIKI") ევროპისმცოდნეობის სწავლების შესახებ ღიაა (აკადემიური) წვლილის შეტანისათვის, როგორც INOTLES ვებ-პლატფორმის რეგისტრირებულიINOTLES თანამშრომლების, ისე გარე წევრების მხრიდან.

5. გამოყენების წინაპირობები 

1. INOTLES მომსახურებები, რომლებიც განსაზღვრულია მე-4 მუხლით, შეიძლება გამოყენებული იქნას მხოლოდ იმ მომხმარებლების მიერ, რომლებმაც: ა. დაასრულეს INOTLES-ზე რეგისტრაცია და შესაბამისად, შემდგომში დამტკიცებული და მიღებული იქნენ INOTLES-ის მიერ; ბ. გააჩნიათ ელექტრონული ფოსტის ანგარიში INOTLES-ის შეტყობინებების გაგზავნისთვის; გ. დაყოვნების გარეშე აცნობეს INOTLES-ს ნებისმიერი და ყველა ცვლილება იმ ინფორმაციაში, რაც სისტემამ მოითხოვა რეგისტრაციისათვის.

2. INOTLES იტოვებს უფლებას უარი უთხრას რეგისტრაციაზე ნებისმიერ მომხმარებელს, ახსნა–განმარტების გარეშე.

3. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი მიაწვდის ნებისმიერი სახის ინფორმაციას, რომელიც არის მცდარი, არაზუსტი, არღვევს საკუთრების უფლებას და კონფიდენციალურობის პოლიტიკას, ან INOTLES-ს მისი ერთადერთი, ექსკლუზიური და კონფიდენციალური შეხედულებისამებრ, აქვს ეჭვი, რომ ასეთი ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, არაზუსტია, არღვევს საკუთრების უფლებას ან კონფიდენციალურობის პოლიტიკას, INOTLES-ს აქვს უფლება შეაჩეროს ან შეწყვიტოს მომხმარებლის ანგარიში და უარი თქვას მომხმარებლის მიერ ნებისმიერი და ყველა სახის მიმდინარე ან მომავალი INOTLES-ის მომსახურების ან მისი რაიმე ნაწილის გამოყენებაზე.

4. მომხმარებელს ესმის, ანგარიშს უწევს და თანახმაა, რომ INOTLES-ის  მომსახურება, შეიძლება მოიცავდეს INOTLES-ის მიერ მომხმარებლისათვის გარკვეული კომუნიკაციის გაგზავნას მათ შორის როგორიცაა, განცხადებები და ადმინისტრაციული ტიპის შეტყობინებები. ასეთი კომუნიკაციები ითვლება INOTLES-ის მომსახურების ნაწილად და მომხმარებელი ვერ შეძლებს უარი თქვას მათ მიღებაზე.

6. ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები      

1. მომხმარებლებს შეუძლიათ, საკუთარი სახელით გახსნან ერთი INOTLES-ის ანგარიში. INOTLES-ის ანგარიშების ბოროტად გამოყენება აკრძალულია და გამოიწვევს  მომხმარებლის INOTLES მომსახურების შეწყვეტას.

2. მომხმარებლები ვალდებულებას იღებენ დაიცვან  INOTLES მომსახურების ხელმისაწვდომობა, მესამე მხარის მიერ არასანქცირებული გამოყენებისაგან. მომხმარებელი იღებს ვალდებულებას არ გაავრცელოს მომხმარებლის სახელი და პაროლი ("წვდომის მონაცემები"). მომხმარებლები ამით აღიარებენ და ეთანხმებიან, რომ ისინი სრულად არიან პასუხისმგებელნი ნებისმიერი სახის ზიანისათვის, რომელიც გამომდინარეობს მათი წვდომის მონაცემთა უნებართვოდ გამოყენებიდან. მომხმარებლებს ეცნობებათ, რომ თუ მათი წვდომის მონაცემები ცნობილია მესამე მხარისთვის, ისინი ვალდებულნი არიან შეცვალონ მათი პაროლები. თუ ეს არ არის შესაძლებელი, მომხმარებელმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს INOTLES-ს. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი ვერ შეასრულებს ამ ვალდებულებას, INOTLES-ს უფლება აქვს, მისი ერთადერთი, ექსკლუზიური და კონფიდენციალური შეხედულებისამებრ, შეაჩეროს ან შეწყვიტოს მომხმარებლის ანგარიში და უარი თქვას მომხმარებლის მიერ, INOTLES-ის ნებისმიერი და ყველა მომსახურების ან მისი რაიმე ნაწილის მიმდინარე ან მომავალ გამოყენებაზე.

3. მომხმარებელი ვალდებულია, INOTLES-ი უზრუნველყოს, მიმდინარე ელექტრონული საფოსტო მისამართით, რომლის საშუალებითაც მომხმარებელი ყოველთვის იქნება ხელმისაწვდომი ("მომხმარებლის უფლებამოსილი ელ-ფოსტის მისამართი"). INOTLES-ი არ მიიღებს რაიმე ინსტრუქციებს მომხმარებლისგან, თუ ისინი არ იგზავნება მომხმარებლის უფლებამოსილი ელ-ფოსტის მისამართიდან. მომხმარებელმა  INOTLES-ს დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს მომხმარებლის უფლებამოსილი ელ-ფოსტის მისამართის ნებისმიერი ცვლილების შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ აცნობებს INOTLES-ს უფლებამოსილი ელექტრონული ფოსტის მისამართის ცვლილებების შესახებ ან იმ შემთხვევაში თუ INOTLES-ისთვის სხვაგვარად გახდა ცნობილი ამგვარი ცვლილებების შესახებ, INOTLES-ს უფლება აქვს, მისი ერთადერთი, ექსკლუზიური და კონფიდენციალური შეხედულებისამებრ, შეაჩეროს ან შეწყვიტოს მომხმარებლის ანგარიში.

7. ცვლილებების რეზერვირება

INOTLES პლატფორმა და ყველა INOTLES-ის მომსახურება ხორციელდება ყოველგვარი საიმედოობის და ხარისხის უზრუნველყოფის გარეშე. INOTLES-ი იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს მიზეზისა და გაფრთხილების გარეშე, შეცვალოს, წაშალოს ან შეწყვიტოს ნებისმიერი ნაწილი ან მთელი INOTLES პლატფორმა და INOTLES მომსახურება. მომხმარებელი აცნობიერებს და თანხმდება, რომ არავითარ შემთხვევაში, INOTLES-ი არ აგებს პასუხს მომხმარებლის ან რომელიმე მესამე მხარის წინაშე, INOTLES პლატფორმის და/ან რომელიმე INOTLES მომსახურების ნებისმიერი ცვლილების, შეჩერების ან შეწყვეტის და ამის შედეგად დამდგარი ნებისმიერი ზარალის გამო.

8. INOTLES პლატფორმის, ინტრანეტის სივრცის და INOTLES WIKI-ის გამოყენება ევროპისმცოდნეობის სწავლებისას

1. INOTLES ინტრანეტის სივრცე ("INOTLES საზოგადოება") დაცულია INOTLES პროექტის პარტნიორების თანამშრომლების მომხმარებლების შეთანხმებით, რომლებიც წარმოადგენენ და გარანტიას აძლევენ INOTLES-ს და ესმით, ვალდებულებას იღებენ, აღიარებენ, ეთანხმებიან და ღებულობენ, რომ ყველა ინფორმაცია, მონაცემები, ტექსტი, პროგრამული უზრუნველყოფა, მუსიკა, ხმა, ფოტოსურათი, გრაფიკა, ვიდეო, შეტყობინებები და სხვა მასალები, რომლებიც წარდგენილია ან მიმართულია ამ საიტზე, იქნება ეს საჯაროდ გამოქვეყნება თუ კერძო გადაცემა, არის მხოლოდ იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, რომელმაც ასეთ შინაარსს დაუდო სათავე; და რომ მომხმარებელი და არა INOTLES არის ექსკლუზიურად და მთლიანად პასუხისმგებელი ყველა ისეთი შინაარსისათვის, რომელიც მომხმარებელმა ატვირთა, დაპოსტა ან სხვაგვარად გადასცა, INOTLES-ის მომსახურების მეშვეობით, როგორც ეს არის განსაზღვრული მე -4 ნაწილში.

2. მომხმარებლები შეთანხმებით წარმოადგენენ და გარანტიას აძლევენ INOTLES-ს და ესმით, ვალდებულებას იღებენ, აღიარებენ, ეთანხმებიან და ღებულობენ, რომ ყველა სახის ინფორმაცია და მოსაზრებები, რომლებიც გამოქვეყნდა მომხმარებლების მიერ INOTLES საზოგადოებაში, არ წარმოადგენს INOTLES-ის მოსაზრებებს. INOTLES არ იძლევა გარანტიებს ამგვარად განთავსებულ მასალებთან დაკავშირებით  და არ იღებს პასუხისმგებლობას ნებისმიერი სახის იმ ინფორმაციაზე, რაც განთავსდება ინტრანეტის სივრცეში. ნებისმიერი სახის პირადი ინფორმაცია, რომელსაც მომხმარებელი ნებაყოფლობით გაამჟღავნებს ინტრანეტით, შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვების მიერ და შესაძლოა გამოიწვიოს შეტყობინებები მოთხოვნის გარეშე. INOTLES-ი კონკრეტულად იხსნის პასუხისმგებლობას INOTLES საზოგადოებაში განთავსებული ნებისმიერი ინფორმაციის, მესამე მხარის მიერ ამგვარი გამოყენებისათვის. მომხმარებლები შეთანხმებით წარმოადგენენ და გარანტიას აძლევენ INOTLES-ს და ესმით, ვალდებულებას იღებენ, აღიარებენ და ეთანხმებიან, რომ როდესაც გამოიყენებენ INOTLES-ის პლატფორმას ან INOTLES-ის იმ მომსახურებას, რომელიც განსაზღვრულია მე-4 ნაწილში, ისინი არ გააკეთებენ შემდეგს: ა. დაპოსტავენ, ატვირთავენ, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გააგზავნიან, ან სხვაგვარად გადასცემენ ნებისმიერ მასალას, რომლის პუბლიკაცია, გავრცელება, მფლობელობაში გამოყენება არღვევს ნებისმიერი პირის უფლებებს, ან რომელიც არის უკანონო; ბ. მოიქცევა შეურაცხმყოფლად, გააკეთებს ცილისმწამებლურ ან უცენზურო განცხადებებს, რომელიც აწუხებს ან სავარაუდოდ შეაწუხებს ნებისმიერ პირს, ან რომელიც ზღუდავს ან შეიძლება შეზღუდოს ნებისმიერი პირის მიერ INOTLES პლატფორმის, INOTLES WIKI-ის ან INOTLES საზოგადოების გამოყენება და სარგებლობა; გ. დაპოსტავენ, ატვირთვენ, ელექტრონული ფოსტის საშუალებით გააგზავნიან, ან სხვაგვარად მოთხოვნის გარეშე გადასცემენ ნებისმიერი სახის, არასანქცირებულ რეკლამას, სარეკლამო მასალებს, კონკურსებს, "უსარგებლო ფოსტას", "სპამს", "ჯაჭვურ წერილებს", "პირამიდის სქემებს", "სნოუბოლ სისტემებს", "მასობრივი ელ-გზავნილებს" ან რაიმე სხვა ფორმის შუამდგომლობას; დ. დაპოსტავენ, ატვირთავენ, ელექტრონული ფოსტის საშუალებით გააგზავნიან, ან სხვაგვარად გადასცემენ ნებისმიერი სახის მასალას, რომელიც შეიცავს პროგრამულ ვირუსებს ან რაიმე სხვა სახის კომპიუტერულ კოდს, ფაილებს, ან პროგრამებს, რომლებიც შექმნილია იმისთვის, რომ შეწყვიტოს, შეზღუდოს, გაანადგუროს, ფუნქციონირება შეუზღუდოს, ან კომპრომეტირება გაუკეთოს  ნებისმიერ კომპიუტერულ პროგრამას ან ტექნიკას ან სატელეკომუნიკაციო მოწყობილობებს და მათ მთლიანობას; ე. შექმნიან მონაცემთა ბაზას  (ელექტრონული ან სხვა სახით), გარდა INOTLES-ის ვებ-პლატფორმისა, რომელიც მოიცავს INOTLES პლატფორმიდან ან INOTLES მომსახურებიდან (INOTLES-ის წინასწარი წერილობითი ნებართვის გარეშე) გადმოწერილ ან სხვაგვარად მიღებულ მასალას; ვ. გადასცემენ ან ხელახლა გაუშვებენ ნებისმიერ მასალას ნებისმიერი მესამე მხარისათვის, რომელიც მიღებულია INOTLES-ის პლატფორმიდან და INOTLES მომსახურებიდან გარდა საზოგადოებების მეშვეობით, INOTLES-ის წინასწარი წერილობითი ნებართვის გარეშე; ზ. გამოაქვეყნებენ ტექსტს, სურათებს, ფაილებს, მონაცემებს, ბმულებს, პროგრამული უზრუნველყოფას ან სხვა კონტენტს, რომელიც INOTLES დისკრეციული შეფასების საფუძველზე, შეიძლება განიმარტოს, როგორც შეურაცხმყოფელი, დევნითი ხასიათის, ცილისმწამებლური, უცენზურო, პორნოგრაფიული ან ნებისმიერი სხვა გზით შეურაცხმყოფელი, მათ შორის ბმულებით, რომლებიც შეიცავს კანონდარღვევის მასალებს და ფოტომასალებს, მასზე გადაღებული ან სხვაგვარად გამოსახული პირების წინასწარი თანხმობის გარეშე, გარდა იმ შემთხვევებისა თუ კონკრეტულ პირობებში, გონივრულად არაპრაქტიკულია ამის გაკეთება; თ. გააყალბებენ ზედა კოლონის ტიტულს, ან სხვაგვარად მოახდენენ იდენტიფიკატორების მანიპულირებას, რათა შენიღბონ INOTLES-ის მომსახურების გავლით მიწოდებული ნებისმიერი მასალის წარმოშობა; ი. უზრუნველყოფენ ან მიაწვდიან ინფორმაციას უკანონო საქმიანობის შესახებ, ან ხელს შეუწყობენ  ნებისმიერი ჯგუფის ან ინდივიდის წინააღმდეგ ფიზიკური ზიანის მიყენებას; კ. შესთავაზებენ ან რეკლამას გაუკეთებენ პროდუქციას კომერციული მიზნით; ლ. წაშლიან ან არასწორ ინტერპრეტაციას გაუკეთებენ ავტორის, იურიდიულ ან სხვა განაცხადებს იმ ქონებაზე, რომელიც დაკავშირებულია წყაროს პროგრამული უზრუნველყოფასთან ან სხვა მასალასთან, რომელიც აიტვირთა; ან ამოიღებენ ან შეცვლიან რაიმე უფლებების მართვის მონაცემებს, ანუ მონაცემებს, რომლებიც მიწოდებულია უფლებების მფლობელთა მიერ, რათა იდენტიფიცირება გაუკეთოს ნაწარმოებს, ნაწარმოების ავტორს; ან რომელიც აწვდის ინფორმაციას ნაწარმოების გამოყენების ვადების და პირობების შესახებ, მათ შორის ნებისმიერი ციფრების ან კოდების შესახებ, რომლებშიც მოცემულია ასეთი ინფორმაცია;

3. INOTLES იტოვებს უფლებას შეაჩეროს, შეწყვიტოს ყველა მიმდინარე და სამომავლო INOTLES-ის მომსახურების გამოყენება, რომელიც განსაზღვრულია მე–4 ნაწილში (ან ნებისმიერ წინამდებარე ნაწილში) მიზეზების ახსნისა და გაფრთხილების გარეშე.

4. მომხმარებლები აღიარებენ, აცნობიერებენ და თანხმდებიან, რომ: ა. INOTLES-ი არ არის პასუხისმგებელი INOTLES ვებ-პლატფორმაზე ან INOTLES საზოგადოებაში განთავსებული ნებისმიერი კომუნიკაციის საჯარო, კერძო ან/და პირადი ხასიათის, ნებისმიერ გაუთვალისწინებელ გამოცემაზე, ან საჯარო თუ კერძო გამოყენებაზე; ბ. INOTLES-ის ვებ-პლატფორმის მენეჯერები, დარეგისტრირებული მომხმარებლები, სტუმარი ბლოგერები, ან სხვა საზოგადოებების წევრები არ არიან INOTLES-ის ავტორიზებული სპიკერები და მათი მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს INOTLES-ის მოსაზრებებს; გ. INOTLES-ი არ იღებს პასუხისმგებლობას მომხმარებლების მიერ დაპოსტილ მასალაზე თუმცა, იმ მომხმარებელთა თხოვნით ან საკუთარი ინიციატივით, INOTLES-ი თავად განსაზღვრავს, საკუთარი ერთადერთი, ექსკლუზიური და კონფიდენციალური შეხედულებისამებრ, რომ თუ ასეთი ნაბიჯები აუცილებელია, INOTLES-ი ამოიღებს ნებისმიერ მასალას, რომელსაც მომხმარებელი შეურაცხმყოფლად მიიჩნევს; და დ. INOTLES იტოვებს უფლებას წაშალოს ან დაბლოკოს მომხმარებლის შეტყობინება (პოსტი) ან/და მისი შინაარსი და ამოიღოს იგი საამისო მიზეზების ახსნა-განმარტების მიცემის გარეშე;

9. პასუხისმგებლობა

1. INOTLES-ი არ იძლევა გარანტიას და პასუხს არ აგებს INOTLES პლატფორმის და INOTLES მომსახურების მუდმივი და უწყვეტი გამოყენების უზრუნველყოფისათვის.

2. INOTLES-ი არ არის პასუხისმგებელი INOTLES-ის ვებ-საიტებზე განთავსებული სარეკლამო ბანერების თუ სხვა გარე არა-INOTLES-წარმოშობილ შინაარსებზე. გარდა ამისა, INOTLES არ არის პასუხისმგებელი  გარე ვებ-საიტების შინაარსზე, რომლებშიც მოხსენიებულია INOTLES-ი და რომლებიც მოხსენიებულია INOTLES-ზე.

3. INOTLES არ იძლევა გარანტიას INOTLES მომსახურების თავსებადობაზე  მომხმარებლის ინდივიდუალურ აპარატურასა და პროგრამულ უზრუნველყოფასთან.

4. INOTLES მუშაობს, რათა შეინარჩუნოს  ნებისმიერი სახის პირადი ინფორმაცია (სახელი, საფოსტო მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, და ა.შ.) კონფიდენციალურობა, რომელიც შესაძლოა შეაგროვდა ამ საიტის მეშვეობით. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამ საიტზე ხორციელდება უსაფრთხოების ზომები, INOTLES-ი არ წარმოადგენს და გარანტიას არ იძლევა ნებისმიერი მომხმარებლისთვის ან სხვა პირისათვის ან ერთეულისათვის, რომ პირადი ინფორმაცია იქნება დაცული არასანქცირებული წვდომის, დაკარგვის, არასწორი გამოყენების, ან გაყალბებისაგან. ანალოგიურად, INOTLES-ი საკუთარი სურვილით იხსნის პასუხისმგებლობას იმ პერონალური მონაცემების შესახებ ინფორმაციაზე, რომელიც წარმოდგენილია ვებ-გვერდის მეშვეობით. მომხმარებელს აქვე ურჩევს, რომ მათ ასეთი პირადი ინფორმაცია წარმოადგინონ საკუთარი პასუხისმგებლობის ქვეშ.

5. ამგვარად, თითოეული INOTLES–ის მომხმარებელი და მისი პარტნიორები არიან დაცულნი ნებისმიერი პრეტენზიისა ან მოთხოვნისაგან, მათ შორის იურიდიული საფასურისგან, რომელიც წარმოიშობა ნებისმიერი მესამე მხარის გამო, ან გამომდინარეობს მომხმარებლის მხრიდან INOTLES მომსახურების ან INOTLES პლატფორმის გამოყენების გამო, ან გამოწვეულია ზოგადი წესებისა და პირობების ნებისმიერი დარღვევიდან, რომელიც წარმოიშობა მომხმარებლის ნებისმიერი სხვა საქმიანობის შედეგად. მომხმარებლები აღნიშნულით თანხმდებიან, რომ გაათავისუფლებენ და უვნებლად შეინარჩუნებენ INOTLES-ს ნებისმიერი სახის ხარჯებისგან, თანხებისგან, გადასახადებისგან, ზიანისგან, ჯარიმებისგან, საურავებისგან, შეფასებებისგან, ან სხვა ნებისმიერი სახის თანხებისგან (მათ შორის, შეზღუდვის გარეშე, ფაქტობრივი ადვოკატების ჰონორარებისგან), რომელიც INOTLES-ს აქვს ან შეიძლება ჰქონდეს მომხმარებლის მიერ შეთანხმებების, წარმომადგენლობების და  8 (2) ქვეპუნქტების გარანტიების დარღვევის შედეგად.

6. მომხმარებლები თანხმდებიან, რომ ყველა მასალა, რომელიც არღვევს ან სავარაუდოდ დაარღვევს რაიმე უფლებას, INOTLES-ს აძლევს შესაძლებლობას მისი ერთადერთი, ექსკლუზიური და კონფიდენციალური შეხედულებისამებრ ამოიღოს ან წაშალოს ასეთი მასალები ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე.

10. ხელშეკრულების შეწყვეტა

1. მომხმარებლებს შეუძლიათ გააუქმონ თავიანთი ანგარიში და მათი შეთანხმება INOTLES-თან INOTLES მომსახურების უზრუნველყოფის ნებისმიერ დროს, ორი კვირით ადრე INOTLES-ის შეტყობინების გზით. INOTLES უფლება აქვს გააუქმოს მომხმარებლის ანგარიში და გააუქმოს INOTLES-ის შეთანხმება მომხმარებელთან დაუყოვნებლივ, გაფრთხილების გარეშე.

2. მომხმარებლები ეთანხმებიან, რომ INOTLES-ი არ უნდა იყოს პასუხისმგებელი მომხმარებლების ან რომელიმე მესამე მხარის ნებისმიერი მომსახურების ხელმისაწვდომობის შეწყვეტის ან კონტენტის მოხსნისათვის.

11. კონფიდენციალურობა და მონაცემთა დაცვა

INOTLES გადაამუშავებს მომხმარებელთა რეგისტრაციის მონაცემებს და სხვა პერსონალური მონაცემებს, მონაცემების დაცვის შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად. INOTLES-ი პირად მონაცემებს არ გაუმჟღავნებს მესამე მხარეს. ამ შემთხვევაში გამოიყენება INOTLES-ის კონფიდენციალურობის დაპირება, რომელიც მდებარეობს საიტზე: http://www.inotles.eu/. თუმცა, გარკვეულ პირობებში, INOTLES-მა შეიძლება გადაწყვიტოს ან შესაძლოა საჭირო გახდეს ინფორმაციის გამჟღავნება სამართალდამცავი, ხელისუფლების, ან მესამე მხარისადმი. INOTLES-ს შეუძლია და მომხმარებლები უფლებას აძლევენ გაამჟღავნოს ნებისმიერი ინფორმაცია მომხმარებლებთან დაკავშირებით, რომელსაც INOTLES-ი თავისი შეხედულებისამებრ მიიჩნევს, რომ აუცილებელია და შესაბამისად დაკავშირებულია  თაღლითობის, ინტელექტუალური საკუთრების უფლების საქმის გამოძიებასთან, მესამე მხარის სარჩელთან ან სხვა საქმიანობასთან, რომელიც არის უკანონო ან შეიძლება გამოიწვიოს INOTLES-ის იურიდიული პასუხისმგებლობა. არავითარ შემთხვევაში INOTLES-ი ან ნებისმიერი პირი ან ერთეული, რომელიც, ზემოაღნიშნულის საფუძველზე ჩართულია ინფორმაციის გამჟღავნებაში, INOTLES-ის ზემოაღნიშნულ კატეგორიასთან მიმართებაში, არ აგებს პასუხს, შემდგომში, ნებისმიერი მესამე მხარის მიერ გამჟღავნებულ ინფორმაციაზე.

12. ვირუსები

INOTLES-ი გამორიცხავს ყველა სახის ვალდებულებას და არ იღებს პასუხისმგებლობას ვირუსების ან რაიმე სხვა კომპიუტერული კოდის, ფაილის ან პროგრამული შეწყვეტის, შეზღუდვის, განადგურების, ფუნქციონირების შეფერხების ან ნებისმიერი კომპიუტერული პროგრამის, ან ტექნიკის, ან სატელეკომუნიკაციო მოწყობილობის, ან სხვა მასალის გადაცემის მთლიანობის დარღვევაზე, როგორც INOTLES პლატფორმის და INOTLES მომსახურების ნაწილის ფარგლებში.

13. სხვადასხვა

1. INOTLES-ის ან მესამე მხარის საიდენტიფიკაციო სახელები, სურათები და ლოგოები, ასევე მათი პროდუქცია და მომსახურება არის INOTLES-ის მფლობელობის ქვეშ არსებული ნიშნები ან/და შეიძლება იყოს მესამე მხარის მფლობელობის ქვეშ არსებული ნიშნები. ამ ნიშნების გამოყენება არ შეიძლება მათი მფლობელ(ებ)ის წინასწარი წერილობითი ნებართვის გარეშე.

2. თუ მომსახურების ზოგადი წესებისა და პირობებიდან რომელიმე განისაზღვრება როგორც უკანონო, დაუსაბუთებელი ან აღუსრულებელი, უნდა იქნეს გამოყოფილი და წაშლილი, ხოლო ზოგადი წესების და პირობების დარჩენილი ნაწილი კვლავ ძალაში უნდა დარჩეს სრული სახით და მას კვლავაც ექნება სავალდებულო ხასიათი.

3. ეს ვადები და პირობები რეგულირდება და განიმარტება ნიდერლანდების კანონმდებლობის შესაბამისად. ნებისმიერი დავა, რომელიც წარმოიშობა  ვებ-საიტის საკითხებთან მიმართებაში ექსკლუზიურად ექვემდებარება ნიდერლანდების სასამართლოების იურისდიქციის. (დოკუმენტის დასასრული).