პროექტის ანგარიშები

2014 წლის ანგარიში 

ჩამოტვირთეთ აქ

რეზიუმე (მოკლე შეჯამება)

მთელი პირველი წლის განმავლობაში, პროექტის ფარგლებში განისაზღვრა მოქმედების ჩარჩო, რათა შექმნილიყო საქმიანობის, საჭირო რესურსებისა და შესაძლებლობების გამოყენების ფარგლები იმისთვის, რომ წარმატებით დაწყებულიყო საქმიანობა და მიღწეული ყოფილიყო პირველი შედეგები. ადმინისტრაციული თვალსაზრისით პროექტის საქმიანობის დაწყების თარიღის ერთი თვით დაგვიანების მიუხედავად (გრანტის გადაცემა),  INOTLES-ის მენეჯმენტმა მოახდინა  პარტნიორი უნივერსიტეტების პერსონალის დროული მობილიზება, დაგეგმილი სამუშაოს დიდ წილად უზრუნველყოფის მიზნით.

პროექტის ადრეულ ვადებში დადგენილი იქნა კომუნიკაციის არხები, აგრეთვე მოხდა ამოცანებისა და მოვალეობების გადანაწილება პარტნიორ უნივერსიტეტებს შორის. შეიქმნა ხარისხის უზრუნველყოფის სახელმძღვანელო, რათა განისაზღვროს მონიტორინგის მექანიზმები და განვითარების ხარისხის უზრუნველყოფის სტრატეგია. თითოეული სამუშაო პაკეტის (WP) ლიდერმა კოორდინირებულად გადასინჯა საწყისი პროგრამა და შეადგინა დაგეგმვის დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს პასუხისმგებლობას და ვადებს  კონსორციუმის თითოეული უნივერსიტეტისათვის.

გარდა ამისა, მოწვეულ იქნა გარე შემფასებელი, რათა მოეხდინა  პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგი, დასწრებოდა სხვადასხვა საქმიანობას, მიედევნებინა თვალი სამუშაო პაკეტის (WPS) შესრულების პროცესისთვის, რათა შეემუშავებინა პრაქტიკული სახის რეკომენდაციები და ასევე, მოემზადებინა შუალედური საგარეო ანგარიში.

ყველა დაგეგმილი საქმიანობა, მიღწეულ იქნა შეფერხებისა და დაგვიანების გარეშე. WP2 შედეგები წარმოადგენს ძირითად ბაზისს სამომავლო საქმიანობისთვის, მათ შორის WP3 აკადემიური პერსონალისა და IT თანამშრომლების უშუალო და ონლაინ  ტრენინგისთვის. 2014 წლის მეორე ნახევარში, წარმატებით განხორციელდა პრაქტიკის და სწავლების ინოვაციური მეთოდების ურთიერთგაცვლა, როგორიცაა სიმულაციები, პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება, ელექტრონული და შერეული სწავლება, რაც ევროკავშირის მხრიდან და პარტნიორი ქვეყნების მიერ ძალიან მაღალ დონეზე დაფასდა, როგორც პროექტის დღემდე არსებული მთავარი პოზიტიური შედეგი. პირველი შედეგების გავრცელების ღონისძიება გაიმართა ბრიუსელში, 2014 წლის ივნისში და მიაღწია პროექტის გარე  აუდიტორიას, ასევე გაიზარდა ფართო აკადემიური წრეების ინტერესი. პორტალმა, სადაც პროექტი ოფიციალურად ჩაეშვა, დასაწყისიდანვე მოიზიდა 400–ზე მეტი მომხმარებელი, რომელთა შორის არიან როგორც INOTLES პარტნიორები, ასევე გარე აუდიტორია.

თუმცა, გეგმის შესრულების თვალსაზრისით პროექტს შეექმნა რამდენიმე გამოწვევა. უმნიშვნელო ცვლილებები განხორციელდა WP2-ის ფარგლებში დროის შეკვეცის თვალსაზრისით, რათა უზრუნველყოფილი ყოფილიყო დაგეგმილი აქტივობების შესრულება ბრიუსელში, 2014 წლის 18-21 ივნისს პროექტის პირისპირ შეხვედრამდე. მიუხედავად იმისა, რომ ყველა მონაწილის მიერ პედაგოგიური ტრენინგი იქნა მოწონებული მაღალ დონეზე, გარკვეული მონაწილეებისათვის რთული აღმოჩნდა აქტიურად მიჰყოლოდნენ ამ ინტენსიურ სასწავლო გამოცდილებას იმის გამო, რომ მათ ჰქონდათ პროფესიული ვალდებულებები და არასაკმარისი ხელმისაწვდომობა, ან, ზოგიერთ შემთხვევაში, მათი ციფრული უნარების ან ელექტრონული და შერეული სწავლისადმი დაბალი ინტერესის გამო.

საერთო ჯამში, პროექტის პირველ წელს განხორციელებული საქმიანობის ფარგლებში, ვადები დიდ წილად შეესაბამება პროექტის თავდაპირველ ვადებს, რადგან გამოწვევებზე ხდებოდა სწრაფი რეაგირება, რათა ოპტიმალური გზა გამონახულიყო მათ მოსაგვარებლად.

შუალედური გარე შეფასების ანგარიში 2015 წლის ივნისში
By Eniko Kovacs

ჩამოტვირთეთ აქ

რეზიუმე (მოკლე შეჯამება)

უდავოა, რომ INOTLES მიემართება ევროპისმცოდნეობის სფეროში (ES) პარტნიორი ქვეყნების (PC) უნივერსიტეტებში სწავლების ერთ-ერთ ყველაზე მწვავე პრობლემის მოგვარებას, როგორიც არის სწავლების ინოვაციური მეთოდების დანერგვა და განხორციელება, რითაც შესაძლებელი ხდება დისტანციური სწავლისა და ინტერაქტიული საკლასო ოთახების ადვოკატირება. რაც ჯერჯერობით განხორციელდა იქიდან ცხადია ისიც, რომ პარტნიორები ევროკავშირიდან (EU) ავრცელებენ სიმულაციების, პრობლემაზე დაფუძნებულ სწავლებისა (PBL) და დისტანციურ/ელექტრონულ სწავლების გამოყენებას. მათი მნიშვნელოვანი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა  საგანთან მიმართებაში, შეესაბამება პარტნიორი ქვეყნების ინსტიტუტების მეცნიერების ინტერესებს, რათა მიიღონ ცოდნა და გამოიყენონ ახალი მეთოდები სწავლების დროს.

ბევრი დადებითი შედეგი დადგა პროექტის დაწყებიდან დღემდე. ევროკავშირის პარტნიორებმა ჩაატარეს სისტემატური ტრენინგები, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევაა და რომლის აქტიური იმპლემენტაცია უკვე დაწყებულია პარტნიორი ქვეყნების მიერ; ის ხორციელდება ექპსერიმენტებითა და ახალი მეთოდებით, თუმცა, ჯერ–ჯერობით მხოლოდ მცირე რაოდენობის მეცნიერები არიან აქტიურად ჩართული პროექტის საქმიანობაში. გრძელვადიან პერსპექტივაში, მათ (და ევროკავშირის პარტნიორებმა) უნდა მოახდინონ კოლეგების უფრო მეტი სტიმულირება, რათა მათ მოახდინონ ევროპული სწავლების ან დაკავშირებული დისციპლინების შესწავლა პარტნიორი ქვეყნების პარტნიორ უნივერსიტეტებში. პოტენციალი და შესაძლებლობები, რომელსაც სთავაზობს ეს სამი მეთოდი და INOTLES ქსელი ზოგადად დიდია. მასშტაბური სარგებლობის მიღება და გამოყენება  შესაძლებელია იმ მნიშვნელოვანი ცოდნის მეშვეობით, რაც უკვე ხელმისაწვდომია პარტნიორი ქვეყნების მონაწილეებისათვის და მას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება.

დაგეგმილი შედეგების წარმატება, როგორიცაა ხუთი კურსის შინაარსის გადასინჯვისა და რა თქმა უნდა, სასწავლო პროგრამების კომპილაცია, რომლებიც ისწავლება ერთობლივად ყველას მიერ, ჯერ კიდევ არ ჩანს. თუმცა პროცესები უკვე დაიწყო, რაც გულისხმობს იმას, რომ ქსელს აქვს დიდი პოტენციალი, რათა მივაღწიოთ პროექტის საუკეთესო (თუ არა ყველა) დასახულ მიზანს.

იმისათვის, რომ მიღწეული იქნეს პროექტის უმაღლესი შესაძლო გავლენა, არსებობს რამდენიმე საკითხი, რომელიც უნდა აღინიშნოს. ზოგიერთი მათგანი, როგორც მცირედი კომუნიკაციის სტრუქტურა ან ვებ-ზე დაფუძნებული ინსტრუმენტების უფრო აქტიური გამოყენება (ანუ ინტრანეტის) მონაწილეთა მიერ, არის ტექნიკური ან მენეჯმენტის ხასიათის, მაგრამ ის შეიძლება დაეხმაროს პროექტის განხორციელების გამარტივებას. დღემდე მიღწეული შედეგები შეიძლება გააძლიეროს იმ კურსების სილაბუსების/კონტენტის  ექსპერტულმა შეფასებამ, რომლებიც ისწავლება კომპიუტერის ან ელექტრონული კლასის ვიზიტების/რეალურ დროში მეშვეობით და უკავშირდება ევროკავშირის (და პარტნიორი ქვეყნების) პარტნიორების მიერ ახლად შესწავლილი სწავლების მეთოდების განხორციელების მიზანს. ისინი გარდაიქმნება  განახლებულ, თანამედროვე კურიკულუმად იმ პარტნიორ ქვეყნებთან, სადაც კურსი ისწავლება ინოვაციური მეთოდებისა და მიდგომების გამოყენებით. მესამე ტიპის რეკომენდაცია, მიზნად ისახავს  ცენტრების (CES) პერსპექტიულ შექმნას უფრო ადრეულ ეტაპზე, ვიდრე გათვალისწინებულია, რათა პროექტის ბოლოსათვის უზრუნველყოფილი იქნეს ეფექტური, კარგად ფუნქციონირებადი, მდგრადი ერთეულები (მაშინაც კი, თუ იგეგმება მათი ინტეგრირება უკვე არსებულ სტრუქტურებში).

შედეგების შემაჯამებელი შეფასება მიღწეული, გათვლილი და გაუთვალისწინებელი შედეგების თუ ხარისხის შესახებ შემოთავაზებული იქნება პროექტის ბოლოს, საბოლოო შეფასების ანგარიშში.