INOTLES-ის სარედაქციო ოფისი იწყებს კონკურსს ევროპისმცოდნეობის სფეროში, მისი კვლევითი ნაშრომების და განხორციელებული პოლიტიკის შესახებ დოკუმენტების სერიისათვის.
გეპატიჟებით, როგორც პროექტის შიდა (INOTLES-ის პროექტი), ისე გარე აკადემიური წრეების წარმომადგენლებს წარადგინოთ კვლევები, რომელიც ეფუძნება ქვემოთ მოცემულ მითითებებს.
მითითებები ევროპისმცოდნეობაში მცირე მასშტაბის კვლევითი პროექტის მოსამზადებლად
• 4-5000 სიტყვის მოცულობის ტექსტი
• მუშაობის მიმდინარეობის ან აკადემიური წვლილის პირველადი პროექტის მოკლე ტექსტი
• დამატებითი ღირებულება: აკადემიური შემეცნებების ინოვაციური ელემენტი და აკადემიური მეთოდების სტანდარტებისა და გამოყენებული წყაროს სტანდარტის დაცვა
• ენობრივი სტილი უნდა იყოს ნათელი და ლაკონური
შემოთავაზებული თემები:
• უმაღლესი განათლების სფეროში მიმდინარე ტენდენციების აკადემიური მიმოხილვა
• უმაღლესი განათლების სფეროში ევროპული თანამშრომლობის დამატებითი ღირებულების და გამოწვევების აკადემიური მიმოხილვა
• დისკუსია აქტიური სწავლების პედაგოგიკის გამოყენების შესახებ
• სწავლების ინოვაციური მეთოდებისა და ინსტრუმენტების ქეისების შესწავლა
• სხვა იდეები? გთხოვთ დაუკავშირდეთ გამომცემლობის ოფისს.
სახელმძღვანელო პრინციპები კვლევის ჩასატარებლად ევროპისმცოდნეობის დარგში განხორციელებული პოლიტიკის მიმართულებით
• 2-3000 სიტყვის მოცულობის ტექსტი
• მოკლე ტექსტი
• ნაშრომს უნდა ჰქონდეს ერთი მთავარი არგუმენტი, რომელიც წარმოდგენილი იქნება მკაფიოდ, წარსული (წინამორბედი) ინფორმაციით, დამატებითი ინფორმაციით და შედეგებზე/სამომავლო პერსპექტივებზე/რეზულტატებზე გარკვეული იდეების შესახებ საჭირო რაოდენობის ინფორმაციით
• ენობრივი სტილი უნდა იყოს ნათელი და უფრო ჟურნალისტური, ვიდრე აკადემიური. იმისთვის, რომ თქვენი ტექსტის გაგება დიდი ძალისხმევის გარეშე არა მხოლოდ ექსპერტებმაც შეძლონ
• მთავარი არგუმენტი წარდგენილი უნდა იქნეს ნაშრომის დასაწყისში. თავიდან ავიცილოთ ჟარგონის ზედმეტი გამოყენება, წინადადებები უნდა იყოს საკმაოდ მოკლე და სტრუქტურულად არ უნდა იყოს გართულებული
• პოლიტიკის მიმომხილველი თითოეული დოკუმენტი უნდა დაიწყოს შეჯამებით, რომელიც დაწერილი იქნება 4-6 თეზისის სახით და წარმოადგენს 4-5 რეკომენდაციას.
შემოთავაზებული თემები:
• უმაღლესი განათლების სფეროში მიმდინარე მოვლენების ფართო მიმოხილვა
• სწავლებისა და სწავლის სფეროში ევროპული თანამშრომლობის უკან არსებული პოლიტიკა
• უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის შესახებ კრიტიკული შეფასების გავლენა სამეცნიერო წრეებსა და იმ სტუდენტებზე, რომლებიც სწავლობენ ევროპაში
• სხვა იდეები? გთხოვთ დაუკავშირდეთ საგამომცემლო ოფისს.
საგამომცემლო ოფისი
• დოქტორი ჰეიდი მაურერი, სოციალურ მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი, მაასტრიხტის უნივერსიტეტი
• დოქტორი ანეტა სპენდჟაროვა, სოციალურ მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი, მაასტრიხტის უნივერსიტეტი
• დოქტორი ნატალია ტიმუში, მმართველობის მაასტრიხტის სკოლა, მაასტრიხტის უნივერსიტეტი